უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს “onlinemall.ge”-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ. 

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

გაგაცნობთ პერსონალურ ინფორმაციაზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით onlinemall.ge -ს დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. Ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც onlinemall.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მარკეტინგის მიზნებისთვის. აღნიშნულ გვერდზე ყველა იმ მეთოდოლოგიას და გზას, თუ როგორ გამოიყენება აღნიშნული ინფორმაცია და როგორ შეგიძლიათ ასევე დაიცვათ თავი.

საიტზე რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი მონაცემების სწორად მითითება:

სახელი გვარი და ტელეფონის ნომერი. ისინი საჭიროა, რათა გაიაროთ საიტზე ავტორიზაცია.

სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი: ეს მონაცემები საჭიროა, რათა სწორად მოვახდინოთ მომხმარებლის იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდეთ მას. 

ქალაქი და მისამართი: საჭიროა, რათა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდება სასურველ მისამართზე.

ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება onlinemall.ge -ს წარმოეშვება მხოლოდ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. 

საიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია onlinemall.ge -ს თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

თქვენგან მონაცემებს მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;

როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით

როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;

როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. 

ამ ინფორმაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი:

●             თქვენი თანხმობა;

●             სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;

●             კანონიერი ინტერესები;

●             კანონიერი მოვალეობა.

●             რეგულაციებთან შესაბამისობა

ინფორმაციის გავრცელება 

onlinemall.ge თქვენი ნებართვის გარეშე არ უმხელს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე მხარეს, თუმცა უფლებას იტოვებს ელ.ფოსტასა და საიტზე მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, შეკვეთის სტატუსების, ინტერნეტ–პროექტების, ცვლილებების, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ. თქვენ შესახებ ინფორმაცია, შეიძლება გამოვიყენოთ სტატისტიკისათვის. სტატისტიკა ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც არ ამხელს თქვენს მონაცემებსა და ვინაობას. მაგალითად, „საიტზე რეგისტრირებულია 12 594 მომხმარებელი“.

ვის შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები

 პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭიროებებსა თუ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ:

ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.

ავტომატურად შენახული ინფორმაცია Cookies 

Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველვყოთ საიტით სარგებლობა და უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ იგი.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

თქვენი პროფილის შესახებ ინფორმაცია დაცულია თქვენს მიერ შერჩეული პაროლითა და პირადი ელექტრონული ფოსტით, ტელეფონის ნომრით. ” onlinemall.ge “-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გასცეს თქვენი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებზე, თუ ამას საქართველოს მოქმედი კანონდებლობა მოითხოვს.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

ჩვენ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია შევინახოთ 10 წლამდე ვადით, რათა შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე მოხდეს მისი გამოყენება ამ პერიოდში. როგორიცაა, და არა მხოლოდ:  საჩივრებზე მტკიცებულებებისთვის, შესრულებული პირობის მტკიცებულებისთვის, შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობის მისაღებად.

თქვენი გადაწვეტილება

საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ვებსაიტის მომსახურებას.

ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკაში 

” onlinemall.ge ” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს და შეცვალოს უსაფრთხოების პოლიტიკა, თუმცა ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება ვებსაიტის მომხარებელს უშუალოდ ვებსაიტის საშუალებით, ამავე გვერდზე.

კავშირი ჩვენთან

შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების, დაგვიკავშირდით info@onlinemall.ge -ზე.

თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.