იძლევა გარანტიას, საგარანტიო ტალონში მითითებული ვადით. საგარანტიო მომსახურება განხორციელდება  Onlinemall.ge – ს მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში.

გარანტია მოცემულია 1 თვიდან  36 თვემდე ვადით, პროდუქტის მიხედვით.

 გარანტია შეიძლება მოწოდებული იყოს მწარმოებლის ან გამყიდველის მიერ. საგარანტიო ვალდებულებები დასტურდება მწარმოებლის ან გამყიდველის საგარანტიო ბარათზე.

შეძენილი ნივთის გამოყენების წესები:

შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით:                          

• ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ყუთში თანმხლებ დოკუმენტზე

• ჩვენი ოპერატორები გაგიწევენ კონსულტაციას ნივთის გამოყენებასთან დაკავშირებით

საგარანტიო მომსახურება:

• საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ დაზიანებული მოწყობილობის უფასო და აუცილებელ შეკეთებას სრული გარანტიის პერიოდში.

• საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა Onlinemall.ge – ს მიერ რეკომენდირებულ სერვის ცენტრში უნდა წარადგინოს Onlinemall.ge – ს  საგარანტიო ტალონი.

• საგარანტიო მომსახურების განსახორცილებლად აუცილებელია დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ:

• გასულია საგარანტიო ვადა

• საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი ( დაკარგულია)

• არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი ( არსებობის შემთხვევაში)

• საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული        ნომერი/იმეი კოდი

• მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი

• დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან/და ლუქი

• დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ

• დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულების ან სითხეების შეღწევით

• დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტეპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების და პირობების დარღვევით.

საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ( № 07-3/468/8, I) თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი გამოყენებული საქონლის დაბრუნება ან/და მეორადი გამოყენება აკრძალულია.

ასეთი პროდუქტებია:

რბილი სათამაშოები ბავშვებისთვის

გასაბერი / რეზინის სათამაშოები ბავშვებისთვის

ნივთები ახალშობილებისთვის 

პირადი მოვლის საშუალებები (ეპილატორები, ელექტრო საპარსები, თმის საკრეჭები და ა.შ )

ჰიგიენური საშუალებები

დაბრუნების / შეცვლის პოლიტიკა

პროდუქტის დაბრუნების / შეცვლის პირობები:

ნივთის დაბრუნება / შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს, ასევე ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო.

პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას ნივთის დაბრუნების შესახებ გვაცნობოთ, ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა, ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:

1. პროდუქტის დაბრუნების მიზეზი უნდა იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული, ასეთ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს განიხილოს ნივთის დაბრუნების პროცედურა და დაადასტუროს იგი.  

2. ნივთის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელს შესთავაზოს ალტერნატიული ნივთი შესაბამისი მონაცემებით. 

3. პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია Onlinemall.ge ქოლ ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების / შეცვლის შესახებ.

4. საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი / შესაცვლელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შემკვეთის მონაცმები, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების / შეცვლის მიზეზი.

5. პროდუქტის დაბრუნების / შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი.

ნივთის დაბრუნების შეცვლის ვადები:

• ვადები დაცული იქნება Onlinemall.ge და მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად;

უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:

• Onlinemall.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ხარჯს, იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს. 

• მომხმარებელს შეუძლია გამოაგზავნოს ნივთი საქართველოს ფოსტის ან ნებისმიერი საკურიეროს მეშვეობით საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან